გიორგი კანდელაკი – ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ, საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ, საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„იცით, კარასინი საკუთარ თავს ასეთი საუბრის უფლებას რატომ აძლევს? – პრეზიდენტი ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ. პომპეო რომ ჩავიდა სოჭში, არც იქ უსაუბრიათ. მერკელი რომ შეხვდა პუტინს, არც იქ. არც მაკრონი რომ შეხვდა პუტინს. საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია. რატომ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი. სანამ გადაწყვეტილების მიღების დონეზე არ დაბრუნდება, მანამდე კარასინი საკუთარ თავს ასეთი საუბრის უფლებას მისცემს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.