გიორგი კანდელაკი - რუსეთმა ფრენების აღდგენაზე საუბარი დაიწყო, რადგან ფრენების შეწყვეტამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა
გიორგი კანდელაკი - რუსეთმა ფრენების აღდგენაზე საუბარი დაიწყო, რადგან ფრენების შეწყვეტამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრის დაწყება ევროპიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დამსახურებაა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კანდელაკმა განაცხადა, რუსულმა მხარემ ფრენების აღდგენაზე საუბარი დაიწყო, რადგან ფრენების შეწყვეტამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა, ვინაიდან ევროკავშირიდან ტურისტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კანდელაკის განცხადებით, ევროკავშირიდან ნაკადის სერიოზული ზრდა, დიდწილად, ქუთაისის აეროპორტის დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე, ივანიშვილის პრემიერობის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა.

„პოლონეთიდან ნაკადი 23%-ით გაიზარდა, გერმანიიდან 33%-ით, დიდი ბრიტანეთიდან 28%-ით, საფრანგეთიდან 27%-ით და ნიდერლანდებიდან 31%-ით. ასეთ სიტუაციაში, სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელია, რომ მთავრობა კვლავ საუბრობს ფრენების სუბსიდირების შესახებ რუსეთიდან, მაშინ, როცა ერთი გერმანელი ტურისტი ერთ რუს ტურისტზე სამჯერ მეტ ფულს ხარჯავს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

დეპუტატის განცხადებით, გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ მილიონობით ლარი დახარჯა რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე ტურიზმის რეკლამაზე, რომლებიც საქართველოს გენოციდში ადანაშაულებდნენ.

დატოვე კომენტარი