გიორგი კანდელაკი - „რაინეარის“ შემოსვლა და ევროპელი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება
გიორგი კანდელაკი - „რაინეარის“ შემოსვლა და ევროპელი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება

პარტია „ევროპული საქართველოში“ კომპანია „რაინეარის“ შემოსვლას დადებითად აფასებენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, „რაინეარს“ საქართველოში ფრენები 2013 წელს უნდა დაეწყო, თუმცა ქუთაისის აეროპორტის გაფართოებითი სამუშაოები გაჭიანურდა.

რაინეარის“ რეისების დანიშვნა და ევროპელი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება. მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია „რაინეართან“ კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. საზოგადოებას ახსოვს, რომ ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა, სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა, რომელსაც ფრენა 2013 წლიდან უნდა დაეწყო“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტი, რომლმაც ფრენა მრავალი თანამოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადა და ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი ხეირი მოუტანა დაგეგმილ სიმძლავრეს, წელიწადში ორ მილიონ მგზავრს, ბევრად ჩამორჩება.

„იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას, რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე რა საქმეშიც თვისობრივი ნახტომის გაკეთება „რაინეარის“ გარეშე წარმოუდგენელია“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართეობის სამუშაოებს, ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს.

„ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოსა და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს“, – განაცხადა კანდელაკმა.

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.