გიორგი კანდელაკი - ქვეყნის უშიშროების სამსახური არსებულ რესურსს ოპოზიციის წარმომადგენლების ფარულ მიყურადებაზე ხარჯავს
გიორგი კანდელაკი - ქვეყნის უშიშროების სამსახური არსებულ რესურსს ოპოზიციის წარმომადგენლების ფარულ მიყურადებაზე ხარჯავს

ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყნის უშიშროების სამსახური არსებულ რესურსს ოპოზიციის წარმომადგენლების ფარულ მიყურადებაზე ხარჯავს და არა – ტერორისტებსა და ჯაშუშებზე.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კანდელაკი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ საქართველოში 2017-2019 წლებში ფარული მიყურადების რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ფარული მოქმედებების სტატისტიკის გაზრდა ან შემცირება კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რესურსები რაზე იხარჯება.

„უშიშროების სამსახური მიყურადებას ოპოზიციის ლიდერებზე, მათ პირად ცხოვრებაზე ახორციელებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც გამოქვეყნებულა არაერთხელ გამოქვეყნებულა. ასევე ხდება პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ მოპოვებული მიყურადების ფაბრიკაციაც. ფარული მიყურადება იქ არ ხორციელდება, სადაც უნდა ხორციელდებოდეს. თბილისის ცენტრში ტერორისტები აღმოჩდნენ და ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბინაზე ფარული მიყურადება არ ხორციელდებოდა. ამ წლებში რუსეთის ერთი ჯაშუშიც კი არ დაუპატიმრებიათ. პრობლემაა, რომ უშიშროების სამსახური რესურსებს არ ხარჯავს ტერორისტებსა და ჯაშუშებზე, არამედ ოპოზიციაზე“, – განაცხადა კანდელაკმა.