გიორგი კანდელაკი - „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ
გიორგი კანდელაკი - „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ

„ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ, შეასუსტებენ საპროტესტო მუხტს, მაგრამ შედეგი იქნება პირიქით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დეპუტატ გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ამ რეპრესიებით ვინმეს შეაშინებენ, შეასუსტებენ საპროტესტო მუხტს და ხალხის უკმაყოფილებას, მაგრამ შედეგი იქნება პირიქით. უკმაყოფილება და საპროტესტო ტალღა გაიზრდება. ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, მხოლოდ გაიზრდება.

ახლა, როცა ივანიშვილი და მისი რეჟიმი არიან მიმწყვდეული და არიან ხაფანგში, ცდილობენ, რაღაც ძალის დემონსტრირება მოახდინონ, მაგრამ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ისინი გიგას ვერ შეაშინებენ. ასეთი ნაბიჯები პირიქით, სისუსტის გამოხატულებაა, დადასტურებაა, რომ არიან ხაფანგში, მათი სრული გაკოტრება და პოლიტიკური დასასრული ამით მხოლოდ დაჩქარდება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ევროპული საქართველო“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.