გიორგი კანდელაკი - მთავრობის უპირველესი მოვალეობა საკუთარი მოქალაქეების დაცვაა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი
გიორგი კანდელაკი - მთავრობის უპირველესი მოვალეობა საკუთარი მოქალაქეების დაცვაა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი

თუ მთავრობა მიზანმიმართულად არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს, მაშინ ის საკუთარ კონსტიტუციურ მოვალეობას არ ასრულებს, – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა “რუსთავი 2”-ის ოპერატორის უკრაინიდან დეპორტირების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

“ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობის უპირველესი მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა მთავრობას ამ მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებები. ეს სახელმწიფოებრიობის ანა-ბანაა და ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ვიყოთ. თუკი მთავრობა მიზანმიმართულად და განზრახ არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მაშინ იგი საკუთარ კონსტიტუციურ მოვალეობას არ ასრულებს. ჩვენ ხელთ გვაქვს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც “ ქართული ოცნების” მთავრობა საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება”, – განაცხადა კანდელაკმა.