გიორგი კანდელაკი - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, აღდგენა არის სამართლიანი
მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება დადებითი ნაბიჯია უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან.
„ევროპული საქართველო“ არასდროს ჩარეულა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. მიგვაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა გამოდიოდნენ ერთობლივი ფრონტით საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციისთვის, ნატო-ში და ევროკავშირში მალე გაწევრიანებისთვის. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი, დადებითი ნაბიჯი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.