გიორგი კალანდია - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია
გიორგი კალანდია - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია

მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, გიორგი კალანდიამ აღნიშნა.

როგორც გიორგი კალანდიამ აღნიშნა, საქართველოს სწორედ ევროპული მომავალი სჭირდება.

„მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია. საქართველოს სწორედ ევროპული მომავალი სჭირდება. ხშირად წამოიჭრება რუსეთის თემა, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთს აქვს იარაღი, მაგრამ არ აქვს ჭკუა. ჩვენ შეიძლება მოვერიოთ ჭკვიანი ლიდერებით. სალომე ზურაბიშვილი არის სწორედ ასეთი ჭკვიანი ლიდერი და ამიტომ ვუჭერ მხარს”, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს ოფიციალურად მიმართაცესკო-ში სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა და შესაბამისი განცხადება შეიტანა. საინიციატივო ჯგუფში 12 პირი შედის, მათ შორის არიან: რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.