გიორგი კალანდარიშვილი - სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ საპრეზიდენტო არჩევნების როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად ადმინისტრირება
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. შესაბამისად, პარლამენტის მიერ აღნიშნული თარიღის განსაზღვრისთანავე ინსტიტუცია უზრუნველყოფს მის ადმინისტრირებას, ამისთვის პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის ვადაში აქვს ვალდებულება, რომ დანიშნოს ეს არჩევნები, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის ადმინისტრირებას, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული არჩევნები ტარდება ტრადიციული წესით.
„ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან, როგორც იცით, ამ შემთხვევაში საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც კომისიის 300 ხმოსნიგან შედგება. შესაბამისად, აქ არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომლებიც ითვალისწინებს აღნიშნული კოლეგიის დაკომპლექტებას და, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ტექნიკურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.