გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო-სთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, რათა ადგილზე დავადგინოთ რეალური გამოწვევები და საჭიროებები
გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო-სთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, რათა ადგილზე დავადგინოთ რეალური გამოწვევები და საჭიროებები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მისი განცხადებით, ცესკო ყველაფერს აკეთებს, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მომზადებული დახვდეს ამომრჩეველს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, რათა ჩვენ დავადგინოთ რეალური გამოწვევები, საჭიროებები, თუ ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი, ადგილზე მოვისმინოთ კომისიის წევრებისგან ამ საჭიროებებისა და მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ სამდღიანი შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, ვიზიტების ფარგლებში ვხვდებით საოლქო-საარჩევნო კომისიებს. ამავდროულად, მას აქვს გაცნობითი ხასიათი, ვიცით, რომ ყველა დონეზე მოხდა კომპოზიციების ზრდა და 12 წევრიდან 17 წევრამდე ზრდა.

მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში, ვცდილობთ, უფრო ეფექტური იყოს ის საქმიანობა, რომელსაც კომისიები ახორციელებენ, რათა 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მომზადებული დახვდეს ამომრჩეველს. ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, მათ მივაწოდოთ ის სერვისი, რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

დატოვე კომენტარი