გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარედ თუ არც ერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ
გიორგი კალანდარიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარედ თუ არც ერთი წარდგენილი კანდიდატი არ იქნება არჩეული, კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ

ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე, სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას, თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრებზე ჩავარდა, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მოვლენების განვითარების მიხედვით მიიღებს.

„კონკურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, წინ არის საკომიტეტო მოსმენები და სესიაზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, სანამ კონკრეტული რეზულტატი არ იქნება, სწორი არ არის რაიმე შეფასების გაკეთება, მაგრამ თუ კონკურსი იმგვარად დასრულდა, რომ არც ერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის განცხადებას და ამ გარემოებების ანალიზის შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას. ამ ინსტიტუტის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანდიდატს შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი არ ჰქონოდა იმ ფონზე, როდესაც საუბარი იყო ასევე ჩემს პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე, რა თქმა უნდა, ლოგიკური არაა, რადგან კონსენსუსის საკითხი წყდება საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო ორი კონკურსის პირობებში მხარდამჭერთა მზარდი დინამიკის ფონზე, სწორი იქნებოდა, კვლავ მქონოდა ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არ მომეცა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.