გიორგი კალანდარიშვილი - ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა ვერიფიკაციის აპარატები დააზიანა, თუმცა კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით გაგრძელდა
გიორგი კალანდარიშვილი - ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ამომრჩეველმა ვერიფიკაციის აპარატები დააზიანა, თუმცა კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით გაგრძელდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი დააზიანა და შეუძლებელი გახდა ამ აპარატების გამოყენებით საარჩევნო პროცესის გაგრძელება.

თუმცა, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო, რომ კენჭისყრა სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა.

„მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატის იმდაგვარად დაზიანება მოახდინა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.