გიორგი კახიანის განცხადებით, კანონმდებლობით საპროტესტო აქციები არ იკრძალება, თუმცა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქციების მოწყობისას ჯანდაცვის ორგანიზაციების სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ
გიორგი კახიანის განცხადებით, კანონმდებლობით საპროტესტო აქციები არ იკრძალება, თუმცა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქციების მოწყობისას ჯანდაცვის ორგანიზაციების სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ აკრძალულია ქორწილთან, ქელეხთან დაკავშირებით თავშეყრა, მაგრამ კანონმდებლობა საპროტესტი აქციებს არ კრძალავს.

თუმცა, მისივე თქმით, პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქციების მოწყობის დროს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ.

„რაც შეეხება თავშეყრის საკითხებს, ეს საკითხი პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ დაარეგულირა. შეიზღუდა ე.წ. თავშეყრები. აკრძალულია ქორწილის, ქელეხის, ასეთი თავშეყრების მოწყობა, მაგრამ რაც შეეხება საპროტესო აქციებს და პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვას, ამას კანონმდებლობა არ შეხებია.

ამ თვალსაზრისით, რაიმე შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ზოგადად, პოლიტიკურმა ჯგუფებმა ასეთი აქციების მოწყობის დროს, უნდა გაითვალისწინონ ის სტანდარტები, რომლებიც ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერაა დადგენილი“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეხება გია ვოლსკის განცხადებას, რომ აქციის მოწყობა კანონის წინააღმდეგ გალაშქრებაა, კახიანი აბობს, რომ როგორც ჩანს, ეს მისი პოლიტიკური შეფასება იყო.

„სამართლებრივად, კანონმდებლობა რას არეგულირებს და ეს საკითი როგორ არის მოწესრიგებული, ამის შესახებ გავაკეთე განმარტება. ცალკეა, როგორი უნდა იყოს  პოლიტიკური შეფასება“,- განაცხადა კახიანმა.

კითხვაზე, ოპოზიცია ამბობს, რომ შეზღუდვის ბერკეტს ხელისუფლება 20 ივნისს გამოიყენებს, კახიანი განმარტავს, რომ აქციების გამართვის თვალსაზრისით, კანონმდებლობაში რაიმე შეზღუდვა არ დადგენილა.

„აქციების გამართვის თვალსაზრისით კანონმდებლობაში რაიმე შეზღუდვა არ დადგენილა გულისხმობს იმას, რომ ის სპეკულაციები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა, რეალურად სპეკულაცია იყო და სინამდვილეთან არანაირი შეხება არ ჰქონია“,- განაცხადა კახიანმა.