გიორგი კახიანი - ყოფილი პრეზიდენტის მიმართ როცა არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს
გიორგი კახიანი - ყოფილი პრეზიდენტის მიმართ როცა არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს

მნიშვნელობა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ მოქალაქე, თუ დანაშაულს ჩადის, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, არაერთი ფაქტი ყოფილა, როცა სხვადასხვა ქვეყანაში პასუხისგებაში გადაცემულან პრემიერები და პრეზიდენტები.

„მნიშვნელობა არ აქვს, საპროტესტო აქციაზე ათასი კაცი იქნება წარმოდგენილი თუ მეტი. ხელისუფლებამ მოსახლეობის განწყობა უნდა მოისმინოს ამა თუ იმ საკითხზე. რაც შეება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, კანონის უზენაესობა გამორჩეული არ არის კონკრეტული პირებისთვის, კანონის უზენაესობა ყველას მიმართ ერთნაირია. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ მოქალაქე – თუ დანაშაულს ჩადის, პასუხი უნდა აგოს. მის მიმართ გამოტანილია განაჩენები და ეს უნდა აღსრულდეს. თუ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიას თვალს გადავავლებთ, არაერთი ფაქტი ყოფილა, როცა პასუხისგებაში პრემიერები და პრეზიდენტები გადაცემულან. ეს ხდება ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც. ანალოგიური შემთხვევაა საქართველოშიც, როცა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ვინაიდან ის პრეზიდენტია, პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდეს, ამ კითხვის პათოსი არ მესმის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.