გიორგი კახიანი - უფლებების მიმართულებით სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოცადეს სისტემის მძიმე წნეხი
გიორგი კახიანი - უფლებების მიმართულებით სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოცადეს სისტემის მძიმე წნეხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოცადეს სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მძიმე წნეხი.

კახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ლობირებენ.

„მიხეილ სააკაშვილი არის სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი, ვინც უამრავი ადამიანის უფლება დაარღვია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფლებების დარღვევას ტოტალური სახე ჰქონდა ყველა მიმართულებით. თუ საუბარია სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭებაზე ადამიანის უფლებების მიმართულებით, რაც ნორვეგიაში მოხდა, ეს აბსურდია. თუ უფრო შორს წავალთ, ეს შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის თავზე გამოცადეს ამ სისტემის ძალიან მძიმე წნეხი. ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ძალები ლობირებენ. ალბათ ამასაც გარკვეული წინაპირობები აქვს. ალბათ ეს ჯილდოებიც იმ ლობირებიდან მოდის, რასაც მთელი ეს პერიოდი ვხედავთ“, – განუცხადა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.