გიორგი კახიანი - თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია არ მაქვს
გიორგი კახიანი - თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია არ მაქვს

თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, მე არ მაქვს ინფორმაცია თანამდებობიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ, – ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა თეა წულუკიანის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

„არ მაქვს ინფორმაცია თანამდებობიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ. თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ბუნებრივია თავად ახსნის, რით შეიძლება ყოფილიყო ეს განპირობებული“, – განუცხადა პირველს არხს გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებების შესახებ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის შეხვედრაზე კი ადასტურებს, რომ გუნდში ახალი სახეების, საზოგადოებაში ავტორიტეტული პირების და ახალგაზრდობის მოზიდვაზე იყო საუბარი.