გიორგი კახიანი - თანაგუნდელის პარტიიდან გარიცხვა არასასიამოვნოა, თუმცა თანაგუნდელების შეურაცხყოფაც მიუღებელია
ერთი მხრივ, როდესაც თანაგუნდელის პარტიიდან გარიცხვა ხდება, ჩემთვის ეს არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ თანაგუნდელების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაც მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პირველ არხს დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
„ყოველივე ეს აზიანებს თავად გუნდს. ასეთ შემთხვევაში გუნდსაც სხვა არაფერი რჩება, თუ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იყო მიღებული”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.