გიორგი კახიანი - სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას იქნება ინიცირებული
გიორგი კახიანი - სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას იქნება ინიცირებული

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.

„ცვლილებების ინიციატორი ფორმალურად მთავრობა იქნება, თუმცა ამ პროცესში პარლამენტი ჩართულია და მიმდინარეობს კონსულტაციები. მონახაზები უკვე არსებობს. დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალ კვირაში უკვე იყოს საკითხი ინიცირებული. თუ გვინდა, რომ მომდევნო კვირაში დაიწყოს განხილვები, პარლამენტში ცვლილებების წარდგენა მომდევნო კვირაში, ხუთშაბათის ჩათვლით უნდა მოხდეს. ვცდილობთ, რომ ეს ამ დროში მოესწროს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.