გიორგი კახიანი - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიზანია, რეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და დამატებითი გამოწვევები მოუწყონ ქვეყანას
გიორგი კახიანი - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიზანია, რეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და დამატებითი გამოწვევები მოუწყონ ქვეყანას

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიზანია, რეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და დამატებითი გამოწვევები მოუწყონ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა სამი პარტიის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

კახიანის თქმით, აღნიშნული პარტიების გაერთიანებით არაფერი შეიცვლება.

„აქამდე ვხედავდით მცდელობას, რომ ოპოზიციური ფლანგი მთლიანად გაერთიანებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის რიგებშიც კი არის ამ გაერთიანებაზე განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულება და ამჯერად, გაერთიანება სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა. სიმართლე გითხრათ, მათი გაერთიანებით არაფერი შეიცვლება. პრობლემაა ის, რომ ისინი ერთიანდებიან არა იმ მიზნის სასარგებლოდ, რომ რაიმე სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, არამედ დესტრუქციის თვალსაზრისით დამატებითი გამოწვევები მოუწყონ ქვეყანას. მათი მიზანია, რეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ამით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა კახიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.