გიორგი კახიანი - სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია
გიორგი კახიანი - სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია.

გიორგი კახიანი გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და გიორგი რურუას მიმართ განაჩენი არ დამდგარა.

„საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა, აღკვეთის ღონისძიების სახით ისევ პატიმრობა დარჩა. პროცესი გრძელდება და ვნახოთ, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამართლოს იმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარემოება შეცვლილიყო, მიღებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.