გიორგი კახიანი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არ შვა ცვლილება, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ამ რეფორმას
გიორგი კახიანი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არ შვა ცვლილება, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ამ რეფორმას

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არ შვა ცვლილება, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ამ რეფორმას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ ქალბატონი ანა და ასევე კანონპროექტის ინიციატორიც. მათ ერთმანეთში გაცვალეს მოსაზრებები და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული ამ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით.

კითხვები მეც მქონდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, გარკვეული პასუხები მოვისმინე, თუმცა გრძელდება გარკვეული კონსულტაციები. ასე რომ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ამ კანონპროექტის თაობაზე გაგრძელდება თუ არა მსჯელობა. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ შეჩერდეს განხილვა. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა მიიღონ კანონპროექტის ინიციატორებმა. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა რონ ქონდეს კანონპროექტს კითხვებზე, შესაბამისი პასუხები უნდა მივიღო. ამ ეტაპზე, ბევრი კითხვა მაქვს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხებს არ მივიღებ ჩემი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება ამ ინიციატივას. ჩვენ თავის დროზე განვახორციელეთ ძალიან კარგი რეფორმა საჯარო სამსახურში, რომელიც მოწონებული იყო, როგორც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზების მხრიდან და მინდა გითხრათ, არანაირი ცვლილება, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ამ რეფორმას, მიღებული არ იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების იმ პროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტარებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს და რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებს. ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები.