გიორგი კახიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, შესაბამისად, შიმშილობა გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი კახიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, შესაბამისად, შიმშილობა გაუმართლებლად მიმაჩნია

ზოგადად, შიმშილობა პოლიტიკური აქტია და მას პოლიტიკური მიზანი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, შიმშილობა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, არ არის რელევანტური მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით სახელმწიფოს კითხვები აქვს, რომელიც შესაძლო პროვოკაციებსა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

„სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე კითხვები ჩნდება, რომ სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, ვიდრე რეალურად მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას შიმშილობის შემდეგ. სახელმწიფოს კითხვები აქვს, რომელიც შესაძლო პროვოკაციებსა და მისი უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. შესაბამისად, ამ ფონზე შიმშილობა გაუმართლებლად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დატოვე კომენტარი