გიორგი კახიანი - ჩნდება კითხვები, რამდენად სწორია ენდიაის კვლევის შედეგები
გიორგი კახიანი - ჩნდება კითხვები, რამდენად სწორია ენდიაის კვლევის შედეგები

კითხვებს აჩენს, როცა ენდიაის კვლევა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში შეიძლება 17 პროცენტი აიღოს და შუალედურ არჩევნებში 50 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას იღებ , – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ენდიაის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას” 50 პროცენტიანი პარტიული რეიტინგი აქვს, რაც შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა.

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ენდიაის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„რომელს უნდა ვენდოთ, არჩევნების შედეგებს თუ კვლევას, რომელიც არჩევნებისგან განსხვავებულ შედეგებს გვაჩვენებს. არჩევნები არის ის, საიდანაც უნდა გამოვიდეთ. განსხვავებული მონაცემები იყო და ამ თვალსაზრისით კითხვები ჩნდება. არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას” 50 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა აქვს. როცა კვლევა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში შეიძლება 17 პროცენტი აიღოს და შუალედურ არჩევნებში 50 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას იღებ, ეს კითხვებს აჩენს, კვლევის შედეგები რამდენად სწორია”, – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატი კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ეხება.

„პარლამენტი არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განიხილავს და კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძალიან ეფექტურია. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაც აქტიურია. შუალედურ არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მხარდაჭერა პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს, რადგან „ქართული ოცნებით” არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი კვლევის მიმართ კითხვებს მიჩენს”, – განაცხადა კახიანმა.