გიორგი კახიანი - როდესაც ხუთი თუ ექვსი ათასი ადამიანი შეიკრიბება, ბოლომდე ვერ მოხერხდება შესაბამისი რეგულაციების დაცვა, სახელმწიფო თავის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, ასრულებს
გიორგი კახიანი - როდესაც ხუთი თუ ექვსი ათასი ადამიანი შეიკრიბება, ბოლომდე ვერ მოხერხდება შესაბამისი რეგულაციების დაცვა, სახელმწიფო თავის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, ასრულებს

ძნელად მისახვედრი არ არის, რომ როდესაც ხუთი თუ ექვსი ათასი ადამიანი შეიკრიბება, ბოლომდე ვერ მოხერხდება შესაბამისი რეგულაციების დაცვა, სახელმწიფო თავის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, ასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის მოადგილემ, გიორგი კახიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობაც ეკისრებათ იმ შემთხვევაზე, თუ ამას პანდემიის თვალსაზრისით გართულებები მოჰყვება.

„ძნელად მისახვედრი არ არის, რომ როდესაც ხუთი თუ ექვსი ათასი ადამიანი შეიკრიბება, ბოლომდე ვერ მოხერხდება შესაბამისი რეგულაციების დაცვა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ეს მოთხოვნები დაცული იყოს. თვალს ვადევნებთ პოლიტიკოსების გამოსვლის დროს, როდესაც მეტ-ნაკლებად ამას ცდილობენ. თუმცა, ყველა ვხვდებით, რომ მთლიანობაში ყველა მოთხოვნა არ არის დაცული და შეუძლებელი იქნება ამის დაცვა ხუთი-ექვსი ათასი ადამიანის თავშეყრის პირობებში, ამას ალბათ, შესაბამისი შედეგი მოჰყვება. თუმცა, ამ შემთხვევაში, იცით, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, არსებული ვითარების მიუხედავად, არანაირად ხელს არ ვუშლით გამოხატვის თავისუფლებაში, თავიანთი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომ ამას დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვეს მათი მხრიდან. მათ აქვთ კანონისმიერი უფლება, იმავდროულად, ისინი უნდა ფიქრობდნენ, რომ პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ იმ შემთხვევაზე, რომ ამას გართულებები მოჰყვეს პანდემიის თვალსაზრისით. ასე რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, ასრულებს“, – განაცხადა კახიანმა.