გიორგი კახიანი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე მოხდა, ვფიქრობ, ამ საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობს
გიორგი კახიანი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე მოხდა, ვფიქრობ, ამ საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოებაში არსებული დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე მოხდა, ვფიქრობ, ამ საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდა საზოგადოებაში არსებული დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე დიდი ალბათობით, საზოგადოების ნაწილიც ამას უჭერს მხარს.

ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. შესაბამისად, მიღებულ იქნა ეს გადაწყეტილება“,- განაცხადა კახიანმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.