გიორგი კახიანი - ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსება რომ მოითხოვეს, ეს პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებასაც
გიორგი კახიანი - ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსება რომ მოითხოვეს, ეს პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებასაც

ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსება რომ მოითხოვეს, ეს პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებასაც, დიდი იმედი მაქვს, ეს პოლიტიკური ჯგუფები მიუხედავად დაანონსებული ე.წ. ბოიკოტის რეჟიმისა, შეიცვლიან ამ დამოკიდებულებას და საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან დაფინანსების მოთხოვნა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პასუხისმგებლობა აღებული თავიანთი ამომრჩევლის წინაშე.

„ამომრჩეველმა პოლიტიკურ პარტიებს დაავალა მათი ინტერესების გატარება საქართველოს პარლამენტში, ამიტომ ბუნებრივია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ის, რომ მათ დაფინანსება მოითხოვეს, ეს პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებასაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები მიუხედავად დღეს დაანონსებული ე.წ. ბოიკოტის რეჟიმისა, შეიცვლიან ამ დამოკიდებულებას და საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ამ მომენტისთვის არ მოუთხოვიათ დაფინანსება, მათ აქვთ შესაბამისი ვადა დაფინანსების მოთხოვნის. იმედი მაქვს, ისინიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ირიბად ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის განცხადებას“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.