გიორგი კახიანი - ოპონენტები თუ საუბრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ ავირჩიოთ, ამას ვერ დავეთანხმები
გიორგი კახიანი - ოპონენტები თუ საუბრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ ავირჩიოთ, ამას ვერ დავეთანხმები

თუ ოპონენტები საუბრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ ავირჩიოთ, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან პროცესი, რომელიც პარლამენტში წარიმართა, გამჭვირვალე და საჯარო იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტმა კანდიდატები უნდა შეარჩიოს, ვინც ღირსია, იყოს უზენაესი სასამართლოს წევრი.

„ყველას მხარდაჭერა ვერ მოხდება, მაგრამ იქნებიან ისეთები, ვისაც მხარდაჭერა ექნება. მათი მხარდაჭერა იმის მიხედვით მოხდება, წინა ეტაპები როგორ გაიარეს და რამდენად კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად წარმოაჩინეს თავისი თავი საპარლამენტო განხილვებისას. ყველას კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭი მიმდინარე კვირას უნდა უყაროს.

დატოვე კომენტარი