გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. შავ სიებზე საუბრით კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის სახეს და ძალადობრივ არსს, რასაც მათი ხელისუფლებაში ყოფნა ეფუძნებოდა
გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. შავ სიებზე საუბრით კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის სახეს და ძალადობრივ არსს, რასაც მათი ხელისუფლებაში ყოფნა ეფუძნებოდა

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ე.წ. შავი სიების შედგენაზე, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის სახეს და იმ ძალადობრივ არსს, რასაც ეფუძნებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნა, -ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

„ასეთი „შავი სიების“ შედგენით, საზოგადოების ორად გახლეჩითა და საზოგადოების ერთი ნაწილისგან მტრის ხატის შექმნით სულდგმულობდნენ ისინი“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი ე.წ. შავი სიები საზოგადოებისთვის მართლაც საშიში იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დღეს კი ამაზე საუბარი არასერიოზულია.

„2012 წლამდე მათ ჰქონდათ შედგენილი „შავი სიები“ და მე თუ მკითხავთ, „ახალი შავი“ სიების შედგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, დღეს, როდესაც ამაზე საუბრობენ, არასერიოზულად და სასაცილოდაც კი მეჩვენება. როდესაც ისინი ხელისულფებაში იყვნენ, მაშინ, მართლა საზოგადოებისთვის საშიში იყო იმ „შავი სიების არსებობა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.