გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წინასაარჩევნო კამპანია სიძულვილის ენის გამოყენებით დაჩრდილოს
გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წინასაარჩევნო კამპანია სიძულვილის ენის გამოყენებით დაჩრდილოს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელებს.

როგორც გიორგი კახიანი აცხადებს, ფაქტი არის ერთი, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ამის საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების გზით ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს.

„უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ წყვეტს პროვოკაციებს ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. ადგილი აქვს პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რამაც სამწუხაროდ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ისინი ცდილობენ, შეურაცხყოფის მიყენების გზით, სიძულვილის ენის გამოყენებით, რაღაცნაირად დაჩრდილონ წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ატარებს და ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მიეწოდა კომისიას, ჩვენ მათგან შესაბამის რეაგირებას ველით”, – განაცხადა კახიანმა.