გიორგი კახიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის შიგნით ვერ მიუღწევია ერთობისთვის, სასაცილოა „ლელოს“ პოზიციაც, თითქოს ახალი ცენტრი უნდა შეიქმნას მის გარშემო
გიორგი კახიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის შიგნით ვერ მიუღწევია ერთობისთვის, სასაცილოა „ლელოს“ პოზიციაც, თითქოს ახალი ცენტრი უნდა შეიქმნას მის გარშემო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის თქმით, არასერიოზულია ერთობასთან დაკავშირებით ის განცხადებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კეთდება. კახიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთობა პარტიის შიგნითაც კი ვერ აქვს შენარჩუნებული.

ამასთან, გიორგი კახიანი სასაცილოს უწოდებს ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრთან დაკავშირებით პარტია „ლელოში“ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი კახიანი ამბობს, რომ თავის დროზე „ლელომ“ საზოგადოებას თავი გააცნო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა განშტოებამ და ახლა რაიმე სიახლეზე საუბარი არასერიოზულია.

„მარტივად რომ შევხედოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთობისთვის ვერ მიუღწევია პარტიის შიგნით, რა მდგომარეობაა და როგორი განხეთქილებაა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რაიმე ერთობაზე საუბარი, უბრალოდ, სასაცილოა. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, თითქოს რაღაც ახალი ცენტრი უნდა შეიქმნას მის გარშემო, ესეც სასაცილოა, რადგან „ლელომ“, როდესაც შეიქმნა, თავისი თავი დაგვანახა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოება, ასე გააცნო საზოგადოებას თავი. მთლიანობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ წარმოჩინდა პარტია. ამიტომ მათი მხრიდან რაიმე სიახლეზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. ზოგადად, ოპოზიციაში არის ძალიან გაუგებარი მდგომარეობა და ჯერ ალბათ თავის თავში უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.