გიორგი კახიანი - მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტის წევრების ხელფასები არ იზრდება
გიორგი კახიანი - მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტის წევრების ხელფასები არ იზრდება

გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს, რეგლამენტის პროექტით პარლამენტის წევრების ხელფასები იზრდება, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხელფასები არც ერთი თეთრით არ იზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ერთადერთი, რაც რეგლამენტის პროექტით არ იცვლება, ეს დეპუტატების ხელფასების ოდენობაა და ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ იმაზე არის საუბარი, რაც არ იცვლება. პარლამენტის დეპუტატების ხელფასი არ გაზრდილა 2012 წლიდან მოყოლებული, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, შესაძლოა, ვინმე ამ დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და მათი უკმაყოფილება გამოიწვიოს, ან იმას, ვინც ამას ამბობს, უბრალოდ, რეგლამენტის წაკითხვა არ შეუძლია.