გიორგი კახიანი - მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უახლოეს დღეებში მოხდება
გიორგი კახიანი - მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უახლოეს დღეებში მოხდება

თავად გიორგი გახარიამ როგორც განმარტა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი იყო, რომ მას ჰქონდა განსსხვავებული შეხედულება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადასთან დაკავშირებით. სხვა მხრივ ყველა გადაწყვეტილებაში უმრავლესობა მთავრობასთან ერთად ერთიანი იყო და ერთიანი პოზიცია არსებობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადადგომასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. ამასთან, როგორც კახიანი ამბობს, მთავრობის ფორმირება უახლოეს მომავალში მოხდება.

„შესაბამისად, როგორც ჩანს, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ან შესაძლოა, დღესაც. პირადად ჩემთვის, ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი და, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო. თუმცა კანონმდებლობის ფარგლებში გაგრძელდება შესაბამისი პროცედურები. მიუხედავად ამ არასასიამოვნო ფაქტისა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა, უმრავლესობა არის ერთიანი. დღესაც გვექნება შეხვედრა და უახლოეს მომავაშდი მოხდება მთავრობის ფორმირება. პირველ რიგში, ჩვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დავასახელებთ. ვფიქრობ, ეს ხვალვე მოხდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ამის შენდეგ მომავალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს. შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობის დასახელებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. კანონმდებლობის მიხედვით, ამისთვის დაახლოებით ორკვირიანი ვადაა. თუმცა ეს უახლოეს დღეებში მოხდება, ბევრად ადრე, ვიდრე ამის შესაძლებლობას კონსტიტუციური ვადები იძლევა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.