გიორგი კახიანი - მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება
გიორგი კახიანი - მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა არ ხდება, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩს სთხოვს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

„უსამართლო გადაწყვეტილებაა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც ხდება, ყველამ იცის და კითხვა არავის აქვს, რომ მას შეიძლება, ვინმე აწამებდეს ან კლავდეს. ეს კითხვები არ არსებობს, მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მაშინ, როცა სტრასბურგის სასამართლოც ამბობს, რომ მისი უფლებების დარღვევა არ ხდება, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს უკრაინის პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. უკრაინა ომში იმყოფება და, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი რეაქცია მეგობრული უნდა იყოს. ჩვენი მხრიდან მათთან დამოკიდებულებაში არაფერი უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა კახიანმა.