გიორგი კახიანი - კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება 
გიორგი კახიანი - კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება 

მიმდინარე კვირას პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მინისტრობის კანდიდატებთან გაიმართება შეხვედრები.

„ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობებისა და ფრაქციების ფორმატში მოვუსმენთ მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.