გიორგი კახიანი -  იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ
გიორგი კახიანი -  იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარტიების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ვინაიდან დღეს სასამართლომ გიორგი რურუას მიმართ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და ეს შეიძლება გახდეს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, არასწორია.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი უმნიშვნელოვანესია. ძალიან მალე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და თემა, რომელზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი მხარეებს შორის, უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი. კერძოდ, შეთანხმების დეტალები ასახული უნდა იყოს კონსტიტუციაში და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. არაერთხელ ვთქვით, რომ შეთანხმების ერთგული ვართ. იმედი მაქვს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ოპოზიციაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას მხარი ამ პარტიებმაც დაუჭირონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მათი მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კახიანმა.