გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, ოპოზიცია ძალიან მალე მიხვდება, რომ ქუჩის ფორმატიდან საპარლამენტო ფორმატში უნდა გადმოინაცვლონ
გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, ოპოზიცია ძალიან მალე მიხვდება, რომ ქუჩის ფორმატიდან საპარლამენტო ფორმატში უნდა გადმოინაცვლონ

იმედი მაქვს, ოპოზიცია ძალიან მალე მიხვდება, რომ ქუჩის ფორმატიდან საპარლამენტო ფორმატში უნდა გადმოინაცვლონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „გერმანული მოდელი“ არსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს, ოპოზიცია ძალიან მალე მიხვდება, რომ ქუჩის ფორმატიდან საპარლამენტო ფორმატში უნდა გადმოინაცვლონ და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებაზე, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები, რომელიც ჩატარდება შერეული სისტემის საფუძველზე, ჩავატაროთ სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. სხვა მხრივ, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზებას, რათა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ვნახოთ. ერთადერთი რასაც მათგან ჩვენ ვისმენთ, ეს არის ის რომ „გერმანულ მოდელზე“ ვისაუბროთ. თუმცა „გერმანული მოდელი“ არსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ, ნუ გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავადაც იციან, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის გათვალისწინებას“, – განაცხადა კახიანმა.

დატოვე კომენტარი