გიორგი კახიანი - გვარამიასა და მელიას გაერთიანებას ერთი მიზანი აქვს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირდნენ და 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ, მათ ხრიკებს არავინ დაიჯერებს
გიორგი კახიანი - გვარამიასა და მელიას გაერთიანებას ერთი მიზანი აქვს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირდნენ და 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ, მათ ხრიკებს არავინ დაიჯერებს

გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთი მიზანს ემსახურება, იქნებ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირდნენ და რამენაირად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საზოგადოებამ კარგად იცის მათი წარსული და მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს.

„იქმნება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს არ არიან „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება – იქნებ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირდნენ და რამენაირად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ“, – განაცხადა კახიანმა.

ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. მათი ნომერია 4.