გიორგი კახიანი - გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობაში საერთო პოზიცია არსებობს
გიორგი კახიანი - გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობაში საერთო პოზიცია არსებობს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს უყრიან კენჭს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობა ლილუაშვილის კანდიდატურას დადებითად აფასებს და პლენარულ სხდომაზე მის მხარდაჭერას გეგმავს.

„საკომიტეტო განხილვები დასრულდა. იყო ძალიან ბევრი კითხვა დასმული ბატონი გრიგოლის მიმართ და პასუხებიც იყო სრულიად ადეკვატური. პლენარულ სხდომაზე იქნება კენჭისყრა. უმრავლესობის მხრიდან ბატონ გრიგოლს აქვს მხარდაჭერა და ამაზე უმრავლესობაში საერთო პოზიცია არსებობს. დარწმუნებული ვარ, კენჭისყრაზე იგი არჩეული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად,” – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობაზე არჩევისთვის კენჭისყრის დროს 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.