გიორგი კახიანი - გამოხატვის უფლება დაცულია, მაგრამ აქციებს მშვიდობიანი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფო შესაბამისი პროპორციით უპასუხებს
გიორგი კახიანი - გამოხატვის უფლება დაცულია, მაგრამ აქციებს მშვიდობიანი ხასიათი უნდა ჰქონდეს, ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფო შესაბამისი პროპორციით უპასუხებს

აქციებს როცა მშვიდობიანი ხასიათი აქვს, გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. როგორც კი ძალადობრივი ხდება, ბუნებრივია, პოლიცია ამ ყველაფერზე პროპორციულად რეაგირებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კახიანის თქმით, აქციებს მშვიდობიანი ხასიათი უნდა ჰქონდეს.

„ვისაც პროტესტი აქვთ, ამის გამოხატვა შეუძლიათ და სახელმწიფოს მხრიდან მათი უფლება დაცული, უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ როგორც კი აქცია ძალადობრივ ხასიათს მიიღებს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფო შესაბამისი პროპორციით უპასუხებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.