გიორგი კახიანი - ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას რაიმე გამოწვევა რომ არ შეექმნას, იძულებული ვართ, დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო
გიორგი კახიანი - ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას რაიმე გამოწვევა რომ არ შეექმნას, იძულებული ვართ, დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ქვეყანაში ინსტიტუციები გამართულად უნდა მუშაობდნენ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას გამოწვევა რომ არ შეექმნას, მმართველი გუნდი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

„ჩვენთვის მთავარია, ინსტიტუციები გამართულად ფუნქციონირებდნენ. ამ შემთხვევაში საუბარია ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე. ჩვენ შეთანხმება გვქონდა პრეზიდენტთან, რომლის საფუძველზე განხორციელდებოდა კონკრეტული მოქმედებები. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. ამიტომ, იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას რაიმე გამოწვევა არ შეექმნას, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა არა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით, არამედ ელემენტარული შეთანხმებით პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის, რადგან ორდინალურ ვითარებაში ასე უნდა ფუნქციონირებდნენ ინსტიტუციები, ურთიერთგაგება უნდა არსებობდეს. ვინაიდან ამჯერად პრეზიდენტის მხრიდან ეს ვერ მოხდა, იძულებული ვიქნებით, დავძლიოთ პრეზიდენტის ვეტო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.