გიორგი კახიანი - დელეგაციის დაკომპლექტებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ როგორც საქართველოს პარლამენტის შიდა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებით
გიორგი კახიანი - დელეგაციის დაკომპლექტებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ როგორც საქართველოს პარლამენტის შიდა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებით

ერთი მხრივ, გვაქვს პარლამენტის მხრივ მიღებული დადგენილება, რომლითაც განსაზღვრული არის დელეგაციის შემადგენლობა და მეორე მხრივ, გვაქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციები. უნდა ვიხელმძღვანელოთ ორივე აქტით, რომ გავაკეთოთ დასკვნები, თუ ვინ შეიძლება იყოს დელეგაციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხდომების დროს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ კონკრეტულ დღეს იღებს გადაწყვეტილებებს დელეგაციების თაობაზე და ეს როგორც წესი, არის წლის დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რაიმე ცვლილება ვერ განხორციელდება.

„იმავდროულად, პარლამენტს არ ექნება იურიდიული საფუძველი, რომ ის წევრები გაუშვას საპარლამენტო დელეგაციაში, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილნი პარლამენტის ახლა მიღებულ დადგენილებაში. ამავდროულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პირველ იანვრამდე ვერ მიიღებენ მონაწილეობას უმრავლესობის ის წევრებიც, რომელიც დადგენილებაში არიან წარმოდგენილები, მაგალითად, ბატონი თალაკვაძე და ქალბატონი კილაძე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უნდა აისახოს ასამბლეის აქტშიც. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიღებულ დადგენილებაში კონკრეტული სახელი და გვარები აღარ არის, ბუნებრივია, პარლამენტს მათთან ვერ ექნება შესაძლებლობა, რომ დააფინანსოს, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ქალბატონ ეკა ბესელიას ეს უფლება დარჩეს”- განაცხადა გიორგი კახიანმა.