გიორგი კახიანი - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე შეჯერდებიან, თუ ვერა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლება გაიმარჯვებს
გიორგი კახიანი - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე შეჯერდებიან, თუ ვერა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლება გაიმარჯვებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საარჩევნოდ კანდიდატებზე შეჯერებას ვერ ახერხებს.

ამასთან, მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის არ აქვს მნიშვნელობა, შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატზე, რადაც კახიანის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება გაიმარჯვებს.

„რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატებზე შეჯერებას და საზოგადოება ისმენს სხვადასხვა პოზიციას. ბუნებრივია, ისინი არ არიან თანმიმდევრული და ვერც იქნებიან, რადგან სრულად განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებების ჯგუფები არიან შეკრებილი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეჯერდებიან საერთო კანდიდატებზე, თუ ვერა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლება გაიმარჯვებს მაჟორიტარულ ოლქებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.