გიორგი კახიანი - ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით, შესაძლებელია სხვადასხვა კომპრომისული შეთანხმების მიღწევა
გიორგი კახიანი - ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით, შესაძლებელია სხვადასხვა კომპრომისული შეთანხმების მიღწევა

ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები. ამის იქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებელია, სხვადასხვა კომპრომისული, შუალედური შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„დეტალებზე ცხადია, არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როგორც ხედავთ, დეტალებზე არ საუბრობს არავინ, მათ შორის, არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მხოლოდ ერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ასეთი წინასწარი, გარკვეული კომენტარებით არ დავაზიანოთ ეს პროცესი, რომელიც ძალიან კარგად მიმდინარეობს. ამავდროულად, ეს პროცესი იმედს ტოვებს, იმედს აჩენს, რომ მესამე რაუნდის ფარგლებში, გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული“, – განაცხადა კახიანმა.