გიორგი კახიანი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან საზოგადოებამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო
გიორგი კახიანი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან საზოგადოებამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან საზოგადოებამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების წინაშე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საკითხზე დეზინფორმაცია ვრცელდება.

„ვფიქრობ, მის მიმართ არსებულ ყველა კითხვაზე საზოგადოებამ ამომწურავი პასუხი მიიღო. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში გამუდმებით ხდება საზოგადების დეზინფორმირება. ფაქტობრივად, რაღაც მოდელირებული ცხოვრებით ვაცხოვრებთ საზოგადოებას, არასწორი ინფორმაციებში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, რადგან საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.