გიორგი კახიანი - არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მთავრობის სხდომაზე
გიორგი კახიანი - არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მთავრობის სხდომაზე

არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მთავრობის სხდომაზე, ასეთი იმპერატიული ჩანაწერი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება.

„პრეზიდენტს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, თუმცა გადაწყვეტილებას, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება მთავრობის სხდომაზე, იღებს პრემიერ-მინისტრი და თავად მთავრობა არის უფლებამოსილი განსაზღვროს დღის წესრიგი. არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე, ასეთი იმპერატიული ჩანაწერი არ არსებობს ამ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დისკრეციაა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი მარგველაშვილმა მამუკა ბახტაძეს გუშინ შესთავაზა, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.