გიორგი კახიანი – არ ვიცი, ახლა საია რაზე მიუთითებს სარჩელში, ბევრი შედეგი ვიცით, როცა სტრასბურგში მათ მიერ შეტანილი სარჩელები არ დაკმაყოფილდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა მათი უფლებაა.
კახიანის თქმით, ახსოვს ბევრი შემთხვევა, როცა სტრასბურგის სასამართლომ საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა.
გიორგი კახიანის განმარტებით, ერთი მხრივ, იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის სამართალდამცველებზე ძალადობა, ამავე დროს, გადაცდომები სამართალდამცველების მხრიდან და სანახავია, რას უთითებს საია სარჩელში.
„სარჩელის შეტანა მათი უფლებაა. გვახსოვს სხვა შემთხვევებიც, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და არც ამხელდნენ საჩივრების არსებობას, რადგან იცოდნენ, დამარცხდებოდნენ. შედეგებიც ბევრი ვიცით, როცა მათ მიერ შეტანილი სარჩელები არ დაკმაყოფილდა. არ ვიცი, ახლა რაზე უთითებენ სარჩელში, მაგრამ შესაძლებელია, იმავე შემთხვევასთან გვქონდეს ადგილი, როცა სტრასბურგის სასამართლო სარჩელს არ განიხილავს ან არ დააკმაყოფილებს. გარკვეული გადაცდომა იყო და თავის დროზე ეს ჩვენი მხრიდან უარყოფითად შეფასდა. არ ვიცი, სარჩელში საუბარი რაზეა, მაგრამ იმ დღეებში, ერთი მხრივ, იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა, მათ შორის სამართალდამცველებზე, გადაცდომებიც იყო სამართალდამცველების მხრიდან. სარჩელში რას ასაჩივრებენ, სანახავია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაგზავნა.