გიორგი კახიანი - არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილის აქტივი „ქართული ოცნებისთვის“ რამე წინააღმდეგობის მომტანი იყოს
გიორგი კახიანი - არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილის აქტივი „ქართული ოცნებისთვის“ რამე წინააღმდეგობის მომტანი იყოს

გიორგი მარგველაშვილის კარიერა მხოლოდ პრეზიდენტობით რომ არ დამთავრდებოდა, ეს მის ქმედებებში აშკარად იკვეთებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის აქტივი „ქართული ოცნებისთვის“ რამე წინააღმდეგობის მომტანი ვერ იქნება.

„მხოლოდ პრეზიდენტობით რომ არ დამთავრდებოდა მისი კარიერა და ის აუცილებლად გააგრძელებდა, ეს მის ქმედებებში აშკარად იკვეთებოდა. როგორც ჩანს, ახლა ნახა ეს მომენტი, მისაღები პოლიტიკური ვითარება. თუ გადაწყვიტა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე არ მგონია, რომ მისი აქტივი „ქართული ოცნებისთვის“ რამე წინააღმდეგობის მომტანი იყოს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას“ და მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიტიკურ ველზე, რათა „ასეთი პლატფორმა შეიქმნას“.

დატოვე კომენტარი