გიორგი კახიანი - ანტიპიარის პროპაგანდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი მხრიდან საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები
გიორგი კახიანი - ანტიპიარის პროპაგანდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი მხრიდან საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები

ანტიპიარის პროპაგანდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი მხრიდან საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანის თქმით, მმართველმა პარტიამ ხშირ შემთხვევაში ვერ მოახერხა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე და მის პოზიციებზე საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდით, წინასაარჩევნო პროცესი დემოკრატიული ყოფილიყო და ხელისუფლების მხრიდან ამისთვის ყველაფერი გაკეთდა, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოდ მივიღეთ ძალიან ბინძური აგიტაცია, ბინძური პროპაგანდა ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. ამანაც გარკვეული შედეგი გამოიღო და არჩევნების შედეგზეც აისახა.

ძალიან ხშირ შემთხვევაში ვერ მოვახერხეთ, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატზე, მის პოზიციებზე საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში, კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. ანტიპიარის პროპაგანდა, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, აღმოჩნდა როგორც ჩანს უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი მხრიდან საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.