გიორგი კაკაურიძე - ყველა ვთანხმდებით, რომ 30-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, შევიკრიბეთ, რათა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს
გიორგი კაკაურიძე - ყველა ვთანხმდებით, რომ 30-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, შევიკრიბეთ, რათა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 30-პროცენტიანი საპროცენტი განაკვეთი მაღალია, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ პენსიონერებს.

მისი განმარტებით, დაახლოებით 5 ათას ლარამდე სესხებზე, სხვა პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებისგან დიდად არ განსხვავდება.

გიორგი კაკაურიძის თქმით, უპირველესად, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმსჯელონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

„რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ 30-პროცენტიანი და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბევრია, თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ პენსიონერთა ნაწილზე. დაახლოებით 5 ათას ლარამდე სესხებზე, სხვა პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებისგან დიდად არ განსხვავდება.

რა შეიძლება გაკეთდეს? – სწორედ ამიტომ ვართ შეკრებილი. მოვუსმინოთ ბანკის წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს და ჩვენი პოზიციაც იქნება დაფიქსირებული. უმჯობესია, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები იყოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი სესხი არ არის, შედარებით მაღალრისკიანია და ეს სესხი უზრუნველყოფილი არ გახლავთ. პირველ რიგში, ალბათ უნდა მოვისმინოთ ბანკის პოზიცია, საპროცენტო განაკვეთი რისგან შედგება და რატომ არის 30 პროცენტი. არ გამოვრიცხავ, რომ შეუძლებელი იყოს ბანკის მხრიდან უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.