გიორგი კაკაურიძე -  წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისების მხრივ მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო
გიორგი კაკაურიძე - წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისების მხრივ მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისების მხრივ მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, მიმდინარე წელს ასათვისებელი დარჩა 700 მილიონი ლარი.

„თუ შევადარებთ, გასული წლის ცხრა თვეში რა იყო ათვისებული და წელს რა არის, გეტყვით, რომ ერთი მილიარდი ლარია ათვისებული, რაც ნიშნავს, რომ ათვისების მაჩვენებელი ძალიან მაღალია როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში. წელს კაპიტალური პროექტების ათვისება იმაზე მეტი გვექნება, ვიდრე ნაერთი ბიუჯეტის პროექტში პროგნოზი არის გაკეთებული“, – დასძენს კაკაურიძე.